LIVE

კანადის შემდეგ, ანტივაქსერებმა საპროტესტო აქცია ავსტრალიაში გამართეს

07 თებ 202214:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 712
კანადის შემდეგ, ანტივაქსერებმა საპროტესტო აქცია ავსტრალიაში გამართეს

Covid-19-ის ვაქცინების მოწინააღმდეგეებმა და შეთქმულების თეორიის მომხრეებმა კანადის შემდეგ, მასშტაბური საპროტესტო აქცია გუშინ ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში გამართეს. 

ავსტრალიის დროშებით, სამხედრო სიმბოლოებითა და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კამპანიის ბანერებით აღჭურვილი ასობით მსუბუქი და სატვირთო მანქანა ქალაქში გასულ კვირას ჩავიდა. დემონსტრანტებმა დამსაქმებლების მხრიდან, ვაქცინაციის მოთხოვნა გააპროტესტეს

აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს აეროპორტის მიმდებარე გზები, რათა ხელი შეეშალათ პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც კანადის სხვადასხვა ნაწილიდან კანბერაში პარლამენტის სხდომისთვის ბრუნდებოდნენ. დემონსტრანტების შესაჩერებლად, აეროპორტის შენობაში პოლიცია გამაგრდა. 

ვაქცინაციის საწინააღმდეგო გამოსვლა კანადაში თითქმის ორი კვირაა გრძელდება. ამის გამო, გუშინ ქალაქ ოტავაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ქალაქის მერმა, ჯიმ უოტსონმა განაცხადა, რომ მზარდი ხმაურიანი დემონსტრაციები წარმოადგენს საფრთხეს მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის.

კანადის პარლამენტის შენობის მიმდებარედ ვაქცინაციის გასაპროტესტებლად ადგილზე რჩება ასობით სატვირთო მანქანა. მომიტინგეები დაშლას უახლოეს მომავალში არ გეგმავენ. 

ოტავას პოლიციის სამსახურის განცხადებით, საპროტესტო გამოძიების ფარგლებში, სულ შვიდი ადამიანი დააკავეს. ამასთან, მიმდინარეობს 60-ზე მეტი გამოძიება, ძირითადად, ბოროტმოქმედების, ქურდობის, სიძულვილით გამოწვეული დანაშაულებისა და ქონების დაზიანების ბრალდებით. 

კანადაში საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა კანონები, რომელიც ძალაში იანვარში შევიდა და საზღვრის გადაკვეთისთვის სატვირთო მანქანების მძღოლების სრულ ვაქცინაციას მოითხოვს. მოგვიანებით საპროტესტო აქციები კოვიდშეზღუდვების წინააღმდეგ გამოსვლაში გადაიზარდა. 

კანადაში პროტესტს მხარს უჭერენ Fox News, პოდკასტერი ჯო როგანი,  მილიარდერი ელონ მასკი და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.

Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთ გზად მიიჩნევა. მეცნიერები თანხმდებიან, რომ ავტორიზებული ვაქცინაციები ადამიანისთვის უსაფრთხოა და ისინი მნიშვნელოვნად იცავს ვაქცინირებულს Covid-19-ის გართულების შედეგად ჰოსპიტალიზაციისგან და გარდაცვალებისგან.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბენ ვესტკოტი