LIVE

WHO: ომიკრონის ქვევარიანტი უფრო რთული აღმოსაჩენია

04 თებ 202211:01
3 წუთის საკითხავი
clock clock 1226
WHO: ომიკრონის ქვევარიანტი უფრო რთული აღმოსაჩენია

BA.2 ქვევარიანტი უფრო რთული აღმოსაჩენია, ვიდრე ომიკრონ ვარიანტი, რომელიც გასული წლის ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში დააფიქსირეს. ამის შესახებ "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" (WHO) მეცნიერმა აფრიკის ხუთი ქვეყნის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა.  

BA.2 ქვევარიანტმა ომიკრონის პირველი ვერსია ზოგიერთ ქვეყანაში უკვე ჩაანაცვლა. არსებული მონაცემების მიხედვით, დაავადების სიმძიმის მხრივ, ვარიანტებს შორის განსხვავება არ ფიქსირდება. 

”ძალიან შეშფოთებულები ვართ”,- ამბობს WHO-ს მეცნიერი ნიკსი გუმედე-მოელციმანი. 

მისი დაფიქსირება ყოველთვის ვერ მოხერხდა S-Gene Target Failure (SGTF) კრიტერიუმით, რომელიც ომიკრონის აღმოსაჩენად გამოიყენება. 

მეცნიერის თქმით, WHO ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს ლაბორატორიებთან და მათ სთხოვს, რომ გადააგზავნონ ნიმუშები, სადაც ომიკრონის აღმოჩენა ვერ მოხერხდა, რათა მათ გააგრძელონ შესწავლა და BA.2-ის გავრცელების არეალი უფრო ზუსტად განსაზღვრონ. 

ომიკრონის პირველი, BA.1 ვერსია გარკვეულწილად უფრო ადვილი აღმოსაჩენია, ვიდრე წინა შტამები. ამის მიზეზი კი ისაა, რომ BA.1-ს აკლია სამი სამიზნე გენიდან ერთ-ერთი, რომელიც გამოიყენება ზოგად PCR ტესტში. შემთხვევები, სადაც ეს პატერნი ფიქსირდება, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო BA.1 შტამით. მისგან განსხვავებით, BA.2-ს, რომელსაც ზოგჯერ "უჩინარ" ქვევარიანტს უწოდებენ, არ აქვს დაკარგული იგივე სამიზნე გენი. მეცნიერები მას აკვირდებიან ისე, როგორც წინა შტამებს, მაგალითად, დელტას. 

როგორც წინა ვარიანტები, BA.2 ქვევარიანტი შეიძლება გამოვლინდეს სახლში ჩასატარებელი ტესტების ნაკრებით, თუმცა ეს ტესტები Covid-19-ის კონკრეტულ ვარიანტს ვერ განსაზღვრავენ.