LIVE

მელინდა გეიტსი ქველმოქმედებას Gates Foundation-ის მიღმა გეგმავს

06 თებ 202216:56
3 წუთის საკითხავი
clock clock 632
მელინდა გეიტსი ქველმოქმედებას Gates Foundation-ის მიღმა გეგმავს
Bloomberg

მელინდა ფრენჩ გეიტსი ქველმოქმედების გზით საკუთარი ქონებას გაცემას Gates Foundation-ის მიღმა უფრო აქტიურად გეგმავს.

57 წლის გეიტსი ქველმოქმედებას ქონების დიდი ნაწილის Gates Foundation-ისთვის გადაცემის ნაცვლად სხვა ფილანთროპიული პროექტების საშუალებით ეცდება. ამის შესახებ Dow Jones-ი საკითხთან დაკავშირებულ პირებზე დაყრდნობით იტყობინება.

გეიტსი საკუთარ ფილანთროპიულ საინვესტიციო ფირმაზე, Pivotal Ventures-ზე მუშაობს. ორგანიზაცია 2015 წლიდან ფუნქციონირებს და ამერიკელი ქალებისა და ოჯახების პრობლემების ინოვაციური გადაწყვეტის გზების დანერგვაზეა ორიენტირებული.

თუ ყოფილი წყვილი ერთად ვერ იმუშავებს, მელინდა გეიტსი ფონდს ორი წლის განმავლობაში დატოვებს. თუ მელინდა გეიტსი ფონდიდან წავა, ის მისი პირადი საქველმოქმედო საქმიანობისთვის გეიტსისგან მიიღებს თანხებს.

თუმცა, ჯერჯერობით, ყოფილი წყვილის ქონების დიდი ნაწილი კვლავ მათ საქველმოქმედო ფონდში მიდის. მათი განქორწინების შემდეგ, გეიტსებმა ერთობლივად გასცეს $2.1 მილიარდი გენდერული თანასწორობისთვის, $900 მილიონი საკვებისთვის და $150 მილიონი ეპიდემიისთვის მზადყოფნის ინოვაციების კოალიციისთვის.

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, მელინდა გეიტსის ქონება ამჟამად $11,4 მილიარდია. ბილ გეიტსს მსოფლიოში მეოთხე ყველაზე დიდი წმინდა ქონება $130 მილიარდი აქვს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ბრაიან ჩაპატა და სოფი ალექსანდერი