
ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ ბორის ჯონსონი ბრიტანეთის “ზნეობრივი ლიდერის პოზიციის“ დათმობაში დაადანაშაულა და მოუწოდა მას, როგორც ლიდერმა “იცხოვროს ჩვენი ღირებულებებით“.
Daily Mail-ში გამოქვეყნებულ წერილში, სადაც მეი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას ეხმიანება, ჯონსონი Brexit-ის საერთაშორისო კანონების დარღვევის რისკის გამო გააკრიტიკა, ასევე, მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა ვერ შეასრულა თავდაცვის ხარჯებისა და საერთაშორისო დახმარების მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებები.
ეს არაა „ქმედებები, რომლებიც, ჩემი აზრით, მსოფლიოს თვალში ბრიტანეთის სანდოობას აძლიერებს“ - წერს მეი. ბაიდენის პრეზიდენტად არჩევამ გაერთიანებული სამეფოს აშშ-სთან ურთიერთობების გადასახედად „ოქროს შესაძლებლობა“ მისცა და ამას შეუძლია „გადამწყვეტი როლი შეასრულოს უფრო ღია სამყაროს ჩამოყალიბებაში“.
მეიმ კრიტიკული შეფასებები ბორის ჯონსონისთვის დელიკატურ დროს გააკეთა. 2021 წლის ბოლოს ჯონსონი მთავარი გლობალური ღონისძიების მასპინძლობისთვის ემზადება: G-7 სამიტი ივნისში და გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია ნოემბერში გაიმართება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ემილი ეშტონი