LIVE

სუპერიახტების გაყიდვები გასულ წელს 77%-ით გაიზარდა

06 თებ 202213:47
3 წუთის საკითხავი
clock clock 594
სუპერიახტების გაყიდვები გასულ წელს 77%-ით გაიზარდა
Jenni Konrad/Creative Commons

გასულ წელს სუპერიახტების გაყიდვები რეკორდულ დონემდე გაიზარდა, მიწოდება კი შემცირდა. გაზრდილია იახტების ფასებიც, რომელიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ 2022 წლის მღელვარე დასაწყისის მიუხედავად, ახლო მომავალში შემცირდება.

VesselsValue-ს მიხედვით, 2021 წელს სულ 887 სუპერიახტა გაიყიდა, რაც 77%-ით აღემატება წინა წლის შედეგს, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელზე ორჯერ მეტია.

ჯეფ ბეზოსი, რომელიც Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით $174,7 მილიარდიან ქონებას ფლობს, მისი 417 ფუტიანი იახტის დასრულებას ელოდება. ის ამჟამად ნიდერლანდებში მშენებლობის ბოლო ეტაპებზეა. სტივენ სპილბერგს ასევე აქვს შეკვეთილი ახალი იახტა. მისი ძველი იახტა გასაყიდად $158 მილიონად განთავსდა და ნოემბერში გაურკვეველ ფასად გაიყიდა.

სუპერიახტების აშენებას წლები სჭირდება. მყიდველებმა, რომლებსაც გემები დაუყოვნებლივ სურთ, მეორადი ბაზარი უკვე ამოწურეს.

მიწოდების ჯაჭვის შეფერხებამ და მუშების დეფიციტმა მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა. დეფიციტის ფონზე, ახალი გემების მშენებლობას მეტი დრო სჭირდება. თუმცა, ნათელი მხარე არსებული მფლობელებისთვის სუპერიახტების გაზრდილი ღირებულებაა.

სუპერიახტები, როგორც წესი, არ განიხილება ინვესტიციებად. გაუფასურება მკვეთრია, ხოლო წლიური საოპერაციო ხარჯები მაღალი, რაც იახტების ღირებულების დაახლოებით 10%-ს შეადგენს. თუმცა, დეფიციტური ბაზრის ფონზე, იახტების ღირებულება მხოლოდ 2021 წელს 5%-დან 8%-მდე გაიზარდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დევონ პედლტონი