LIVE

პანდემიამ დამატებით ათიათასობით ტონა სამედიცინო ნარჩენი წარმოქმნა

06 თებ 202221:06
3 წუთის საკითხავი
clock clock 756
პანდემიამ დამატებით ათიათასობით ტონა სამედიცინო ნარჩენი წარმოქმნა
Narayan/Bloomberg

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" (WHO) ანგარიშის თანახმად, პანდემიაზე რეაგირების პროცესში წარმოიქმნა ათიათასობით ტონა დამატებითი სამედიცინო ნარჩენი, რაც საფრთხეს უქმნის გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას.

პრობლემის მასშტაბის გასაგებად, WHO-მ შეისწავლა გაეროს საგანგებო ინიციატივით 2020 წლის მარტიდან 2021 წლის ნოემბრამდე პერიოდში სხვადასხვა ქვეყნებისთვის მიწოდებული 87 000 ტონა პირადი დამცავი აღჭურვილობის, მათ შორის, პირბადეების და ხელთათმანების კვალი. სააგენტოს თქმით, ამ აღჭურვილობის უმეტესი ნაწილი უკვე ნარჩენებად ითვლება.

ინიციატივის ფარგლებში ასევე გაგზავნა კოვიდტესტირების 140 მილიონი ნაკრები, რაც დამატებით 2,600 ტონა არაინფექციურ ნარჩენს ქმნის. გლობალურად მიღებული ვაქცინის მილიარდობით დოზამ ასევე წარმოქმნა 144,000 ტონა დამატებითი ნარჩენი შპრიცების, ნემსების და ყუთების სახით.

WHO-ს ანგარიშში აღრიცხულია მხოლოდ გაეროს ინიციატივის ფარგლებში გამომუშავებული ნარჩენი. შესაბამისად, პანდემიამ კიდევ უფრო მეტი სამედიცინო ნარჩენი წარმოქმნა. 

ჯანდაცვის დაწესებულებების დაახლოებით მესამედში ნარჩენების მართვის სისტემა გაუმართავია. გადატვირთული სისტემები (რაც უფრო მეტად პრობლემურია დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში) ნიშნავს, რომ ჯანდაცვის მუშაკებს მუშაობა საფრთხისშემცველ პირობებში უწევთ, ხოლო ცუდად მართულ ნაგავსაყრელებთან და ნარჩენების განთავსების უბნებთან ახლოს მცხოვრები ადამიანები, შესაძლოა, დაბინძურებული ჰაერით სუნთქავდნენ და უხარისხო წყლით სარგებლობდნენ. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კორინ გრეტლერი