LIVE

გერმანიის ყოფილი კანცლერი უკრაინას “იარაღის ჟღარუნში” ადანაშაულებს

29 იან 202216:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1259
გერმანიის ყოფილი კანცლერი უკრაინას “იარაღის ჟღარუნში” ადანაშაულებს
Sean Gallup/Getty Images

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა გერჰარდ შროდერმა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში კიევი “იარაღის ჟღარუნში” დაადანაშაულა

28 იანვარს გამოქვეყნებულ პოდკასტში შროდერმა, რომელიც გერმანიის კანცლერი იყო 1998 წლიდან 2005 წლამდე, თქვა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ანნალენა ბერბოკი არ უნდა ჩასულიყო კიევში მოსკოვში წასვლამდე და თქვა, რომ უკრაინაში მოგზაურობა შეიძლება განიხილებოდეს, როგორც “პროვოკაცია”.

ყოფილი კანცლერი იმედოვნებს, რომ “უკრაინიდან სროლა შეჩერდება, ხოლო უკრაინის კრიტიკას გერმანიის მხრიდან იარაღის მიწოდებაზე უარის თქმის შესახებ “აღმაშფოთებელი” უწოდა.

მიმდინარე კვირის დასაწყისში გერმანიის ხელისუფლებას დასცინეს იმის გამო, რომ უკრაინაში 5000 დამცავი ჩაფხუტი გაგზავნა და არა იარაღი - რის გამოც კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ იკითხა, შემდეგი მიწოდება იქნებოდა თუ არა ბალიშები.

გერჰარდ შროდერი რუსეთის საკუთრებაში არსებული შვეიცარიული კომპანია Nord Stream-ის თავმჯდომარე და ვლადიმერ პუტინის დიდი ხნის მეგობარია. 2018 წელს Wall Street Journal-მა მას უწოდა “ფუფუნების მოყვარული, კარგად ანაზღაურებადი, ვლადიმერ პუტინის მომხიბვლელი ინსტრუმენტი” და ამტკიცებდა, რომ არ არსებობდა მიზეზი, არ დაეკისრებინათ მისთვის სანქციები ისევე, როგორც რუსი ოლიგარქებისთვის.