LIVE

Facebook-ის დაშიფრული მიმოწერის დასქრინვას მოსაუბრე შეიტყობს - ჩათის სიახლეები

28 იან 202211:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 1041
Facebook-ის დაშიფრული მიმოწერის დასქრინვას მოსაუბრე შეიტყობს - ჩათის სიახლეები

Facebook-ის დაშიფრული მიმოწერის დროს "სქრინშოთის" გადაღებისას მოსაუბრე შეტყობინებას მიიღებს. ამის შესახებ კომპანია Meta-ს დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა დაწერა. ნიმუშისთვის მან მეუღლესთან მიმოწერის ფოტო გამოაქვეყნა.  

გარდა ამისა, დაშიფრული მიმოწერის გამოყენების დროს შენარჩუნებული იქნება ყველა ფუნქცია, რითაც ადამიანები სტანდარტული მიმოწერისას სარგებლობენ: Gif-ების გაგზავნა, შეტყობინებაზე რეაქციის გამოხატვა და შეტყობინების მონიშვნით პასუხის დაბრუნება. 

მოსაუბრეებს საშუალება ექნებათ შეინახონ მიმოწერის დროს ატვირთული ფაილები.