LIVE

ნებართვის მისაღებად Nord Stream 2 გერმანიაში შვილობილ კომპანიას ხსნის

27 იან 202222:57
3 წუთის საკითხავი
clock clock 972
ნებართვის მისაღებად Nord Stream 2 გერმანიაში შვილობილ კომპანიას ხსნის
REUTERS

მარეგულირებელი ორგანოებისგან ნებართვის მისაღებად Nord Stream 2-ის გაზსადენის ოპერატორმა გერმანული შვილობილი კომპანია შექმნა.

Nord Stream 2 AG-მა განცხადებაში აღნიშნა, რომ შვილობილი Gas for Europe გახდება გერმანიის ტერიტორიულ წყლებში 54 კილომეტრიანი წყალქვეშა გაზსადენის მფლობელი და ოპერატორი გერმანიის ბალტიის ზღვის სანაპიროზე.

გერმანიის მარეგულირებელმა ნოემბერში $12 მილიარდის ღირებულების მილსადენის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა და განაცხადა, რომ შვეიცარიულმა Nord Stream 2-მა ჯერ უნდა შექმნას იურიდიული პირი გერმანიაში. Nord Stream 2-ის წილის ნახევარი ეკუთვნის რუსეთის სახელმწიფო კომპანია Gazprom-ს ევროპულ ენერგეტიკულ კომპანიებთან კონსორციუმში.

მარეგულირებელმა განაცხადა, რომ პროცესი ჯერ კიდევ შეჩერებულია მანამ, სანამ კაპიტალური აქტივები და ადამიანური რესურსები გადაეცემა შვილობილ კომპანიას და არ განიხილება ყველა დოკუმენტაცია.

მილსადენის მშენებლობა, რომელიც გააორმაგებს გერმანიის ბუნებრივ აირს და დაეხმარება ევროპის ენერგეტიკული კრიზისის შემსუბუქებაში, სექტემბერში დასრულდა.

კრიტიკოსები ამბობენ, რომ პროექტი გაზრდის ევროპის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე და შეიძლება გამოყენებულ იქნას პოლიტიკური ზეწოლის განსახორციელებლად. უკრაინა შეშფოთებულია, რომ არსებული მილსადენებით გაზის ტრანზიტის საფასურს დაკარგავს.

უკრაინის მახლობლად რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზებამ კვლავ მიაპყრო ყურადღება Nord Stream 2-ზე. გერმანიამ განაცხადა, რომ პროექტი სავარაუდოდ გაუქმდება, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება.