LIVE

Bentley ელექტრომობილების წარმოებაზე $3,4 მილიარდს დახარჯავს

30 იან 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 720
Bentley ელექტრომობილების წარმოებაზე $3,4 მილიარდს დახარჯავს

Bentley-ი პირველ სრულად ელექტრო ავტომობილს დიდ ბრიტანეთში შექმნის. კომპანია წარმოების სრული გარდაქმნისთვის $3,4 მილიარდს დახარჯავს.

Volkswagen-ის განცხადებით, ინვესტიცია მომავალი 10 წლის განმავლობაში Bentley-ის ქარხანას ინგლისში მთლიანად განაახლებს. გადაწყვეტილება ხელსაყრელია დიდი ბრიტანეთის მთავრობისთვისაც, რომელიც ცდილობს Brexit-ის პირობებში ადგილობრივი წარმოება შეინარჩუნოს.

Bentley 2026 წლისთვის მომხმარებელს მხოლოდ ჰიბრიდულ და ელექტრო მანქანებს შესთავაზებს. კომპანია ათწლეულის ბოლოსთვის მთლიანი ხაზის სრულად ელექტრიფიცირებას გეგმავს. ძვირადღირებული მანქანების ბრენდები, როგორიცაა Bentley, Ferrari და Aston Martin-ი, ცდილობენ შეინარჩუნონ ბრენდის იდენტურობა ელექტრომობილების წარმოებაზე გადასვლის პარალელურად. მიუხედავად იმისა, რომ Bentley-ის ამ პროცესში Volkswagen-ის უზარმაზარი ტექნოლოგიური ინვესტიციები დაეხმარება, რომელიც Tesla-ს კონკურენტად ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.

Bentley-მ განაცხადა, რომ ინგლისის ეკოლოგიურად სუფთა ქარხანა ბრენდის პირველი ელექტრომობილის წარმოებას 2025 წელს დაიწყებს. კომპანიამ უკვე წარადგინა Bentayga-ს ჰიბრიდული ვარიანტები და Flying Spur სედანი.

Volkswagen-ის კიდევ ერთმა ბრენდმა Lamborghini-მ $1,7 მილიარდი გამოყო ჰიბრიდებზე გადასვლისთვის. ბრენდი დეკადის მეორე ნახევრის განმავლობაში მომხმარებლებისთვის მხოლოდ ბატარეაზე მომუშავე მოდელების შეთავაზებას გეგმავს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სიდარტ ვიკრამ ფილიპი