LIVE

Microsoft ავტონომიური მანქანის სტარტაპში ინვესტიციას დებს

19 იან 202120:59
3 წუთის საკითხავი
clock clock 406
Microsoft ავტონომიური მანქანის სტარტაპში ინვესტიციას დებს
Bloomberg News

Microsoft Cruise-ის 2 მილიარდიან საინვესტიციო ტურში ლიდერობს. Cruise-ის თვითმავალი მანქანის სტარტაპს პროგრამული გიგანტი ღრუბლოვანი სისტემით და კომპიუტერული შესაძლებლობებით დაეხმარება.

Cruise-ს Microsoft– თან პარტნიორობა პროგრამული უზრუნველყოფის უპირატესობას აძლევს. ეს გარიგება კომპანიას დაეხმარება, კონკურენცია გაუწიოს Waymo– ს, რომელსაც წვდომა დედობილი კომპანიის Alphabet – ის პროგრამულ შესაძლებლობებზე აქვს.

სტარტაპი, სავარაუდოდ, საკუთარი ავტომობილების ქსელის სამართავად Microsoft- ის Azure-ის cloud-ის კომპიუტერულ პლატფორმას გამოიყენებს. ეს არის პროგრამული უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც სტარტაპს კომერციული რობოტაქსის სერვისის შესაქმნელად დასჭირდება.

ახალი თანხებით Cruise-ის პოსტ-ინევსტიციური შეფასება დაახლოებით $19 მილიარდი დოლარიდან $30 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. Cruise-ის პარტნიორი Honda Motor და სხვა ინსტიტუციური ინვესტორები ასევე მონაწილეობენ ინევსტიციების ახალ რაუნდში. სტარტაპის უდიდეს წილს General Motors ფლობს.

Cruise ამ წლის ბოლოს გეგმავს რობოტაქსის სერვისის სან – ფრანცისკოში დანერგვას.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დევიდ ველჩი