LIVE

ადელის "30" 2021 წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომია

26 იან 202222:06
3 წუთის საკითხავი
clock clock 1368
ადელის "30" 2021 წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომია

მუსიკალური ინდუსტრია სულ უფრო ფართოვდება, მაგრამ ჰიტები მცირდება. ადელის ახალი, რიგით მეოთხე სტუდიური ალბომი სახელწოდებით "30" 2021 წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომი აღმოჩნდა. 

ბრიტანელმა მომღერალმა გასული წელი Bloomberg-ის პოპვარსკვლავების რეიტინგის პირველი ადგილით დაასრულა. ამავე დროს, ადელი Spotify-სა და YouTube-ის 10 უმსხვილეს შემსრულებელს შორისაც მოხვდა. მიუხედავად ამისა, "30" ადელისთვის ყველაზე წარმატებული ალბომი სულაც არ არის. პირიქით, ის შესაძლოა, სადებიუტო ალბომის შემდეგ, ყველაზე უარესად გაყიდული ალბომიც იყოს. 

"30" საუკეთესოდ ასახავს მთელს მსოფლიოში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ალბომების გაყიდვების კოლაფსს. ადელი ერთადერთი შემსრულებელია, რომელმაც გასულ წელს მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა. 2011 წელს, როდესაც ადელმა "21" გამოუშვა, ამ ოდენობის მინიმუმ 10 ალბომი მაინც გაიყიდა. მათ შორის იყო ლედი გაგას, მაიკლ ბუბლეის, ლილ უეინის ალბომები. 

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, დიდი ოდენობით ალბომს მხოლოდ ორი მომღერალი: ადელი და ტეილორ სვიფტი ყიდიან. 2018 წლიდან მხოლოდ ამ ორმა მუსიკოსმა შეძლო აშშ-ში მილიონზე მეტი ალბომის გაყიდვა. 

რაც შეეხება ყველაზე მოსმენად ჩანაწერებს, MRC რეიტინგით, გასულ წელს ყველაზე დიდი გამოცემა მორგან უოლენის "Dangerous" გახდა, მიუხედავად იმისა, რომ მომღერალმა 300 000-ზე ნაკლები ალბომი გაყიდა. The Kid Laroi-ს "F*ck Love" წლის მეშვიდე უდიდესი ალბომი იყო, მიუხედავად იმისა, რომ  13,000 ცალი გაიყიდა.

მიუხედავად იმისა, რომ მუსიკის მოყვარულები მილიონობით ალბომის ეკვივალენტ სტრიმინგს უსმენენ, ამით მუსიკოსები ვერ ახერხებენ იმდენი თანხის გამომუშავებას, რამდენსაც ვინილის, CD ჩაწერისას ან Apple Music-ის მეშვეობით. სტრიმინგმა შეამცირა არტისტების გავლენა და აუდიტორია. 

გარდა ამისა, სტრიმინგ სერვისებმა ხელი შეწყო მუსიკოსების რიცხვის მნიშვნელოვან ზრდას. პლატფორმებმა, როგორიცაა Spotify და YouTube ნებისმიერი დამწყები შემსრულებელს გზა გაუხსნა, რამაც ახალი მუსიკის გავრცელება გამოიწვია. სიუხვე კი თავის მხრივ ფრაგმენტაციის მიზეზი გახდა და ყველაზე დიდი ალბომების აუდიტორიაც კი მცირდება. 2015 წლიდან წლის 10 ყველაზე დიდი ალბომის საშუალო მოხმარება თითქმის 27%-ით შემცირდა.

ეს ტენდენცია ჩამწერ სტუდიებს აიძულებთ ხელი მოაწერონ მეტ კონტრაქტს და გამოუშვან უფრო მეტი ჩანაწერი Spotify-ის გაყიდვებში წილის გასაზრდელად. (მათი შემოსავალი დამოკიდებულია ბაზრის წილზე), ხოლო მუსიკოსები იძულებული არიან უფრო ხშირად გამოუშვან მუსიკა, რათა აქტუალობა არ დაკარგონ.  

ადელიმ ამ ტენდენციაზე უარი თქვა და ძველი სკოლის გზას გაჰყვა. მას 2015 წლის შემდეგ ალბომი არ გამოუშვია. შეცვლის თუ არა ის სტრატეგიას 2022-ში, ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც სფეროს სპეციალისტები სვამენ. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლუკას შოუ