LIVE

ფრანგი დიზაინერი ტიერი მაგლერი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა

24 იან 202211:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 954
ფრანგი დიზაინერი ტიერი მაგლერი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა
GETTY IMAGES

ფრანგი დიზაინერი ტიერი მაგლერი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მაგლერის შექმნილ ტანსაცმელს ატარებდნენ ვარსკვლავები, მათ შორის დევიდ ბოუი, ლედი გაგა, ჯორჯ მაიკლი, შერონ სტოუნი და რიანა. მან ბიონსეს მრავალი სასცენო კოსტიუმი შექმნა. დიზაინერმა იმუშავა კიმ კარდაშიანის ცნობილ კაბაზე, რომელიც ვარსკვლავს 2019 წელს Met Gala-ს დაჯილდოებაზე ეცვა. 

მაგლერმა პირველი ბუტიკი პარიზში 1970-იან წლებში გახსნა. ბოლო წლებში ცნობილი იყო მისი სუნამოებიც. ის ცნობილი გახდა თეატრალური დიზაინით, რომელიც გამოკვეთს თეძოებს, მხრებს, ხაზს უსვამს ჩაღრმავებულ დეკოლტესა და ვიწრო წელს.

დიზაინერის აგენტის განცხადებით, ტიერი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. 

მაგლერის გარდაცვალებას შოუ-ბიზნესის და მოდის ვარსკვლავები სოციალურ ქსელებში ეხმაურებიან. მათ შორისაა მოდის დიზაინერი, ბრაიან ეტვუდი, რომელმაც დაწერა, რომ ის "მუდმივი შთაგონება" იყო.