
აშშ-ის უმსხვილესმა ბანკმა JPMorgan Chase-მა წარმატებული წლის შემდეგ, აღმასრულებელი დირექტორის, ჯეიმი დაიმონის 2021 წლის ანაზღაურება 10%-ით გაზარდა. მისმა კომპენსაციამ ჯამში $34,5 მილიონი შეადგინა.
დიმონის ანაზღაურების პაკეტი მოიცავს წლიურ საბაზისო ხელფასს $1,5 მილიონის ოდენობით, $28 მილიონის აქციებს და $5 მილიონ ფულად პრემიას.
„Covid-19-ის მუდმივი გამოწვევებისა და მიწოდების ჯაჭვის შეფერხების ფონზე, ბატონი დიმონის მეთაურობით, ფირმა განაგრძობდა თავის კლიენტებისა და მომხმარებლების მომსახურებას მთელ მსოფლიოში“,- ნათქვამია ბანკის განცხადებაში.
65 წლის დიმონი JPMorgan-ს 2005 წლიდან ხელმძღვანელობს. ის, როგორც წესი, ინდუსტრიის ყველაზე მაღალანაზღაურებადი აღმასრულებელი დირექტორია, თუმცა გასულ წელს მას ჯეიმს გორმანმა გადაუსწრო. Morgan Stanley-მა აღმასრულებელი დირექტორს, ჯეიმს გორმანს $33 მილიონი გადაუხადა. ანაზღაურების სახით, მან 2019 და 2020 წლებში $31.5 მილიონი აიღო.
JPMorgan-მა შარშან $48,3 მილიარდი გამოიმუშავა, რაც 2021 წელთან შედარებით, 66%-იან ზრდას ნიშნავს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჰანა ლევიტი