LIVE

ჭიქა ღვინის ყოველდღიური მიღება მავნეა - გულის ფედერაცია

21 იან 202213:09
3 წუთის საკითხავი
clock clock 4035
ჭიქა ღვინის ყოველდღიური მიღება მავნეა - გულის ფედერაცია

"გულის მსოფლიო ფედერაცია" (WHF) აცხადებს, რომ სასმლის ნებისმიერი დონე საფრთხეს უქმნის ჯანსაღ ცხოვრებას. ორგანიზაცია ცდილობს გააქარწყლოს გავრცელებული აზრი, რომ ალკოჰოლის ზომიერი რაოდენობით მიღებამ შეიძლება შეამციროს გულის დაავადების რისკი.

"ალკოჰოლი ფსიქოაქტიური და მავნე ნივთიერებაა, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ადამიანის სხეულს",- აცხადებს ფედერაცია, რომელიც "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან" ერთად მუშაობს.

ორგანიზაციამ ახალი პოლიტიკის ბრიფინგზე მთავრობებს მოუწოდა სასწრაფოდ მიიღონ ზომები სასმელით გამოწვეული სიკვდილიანობის გლობალური ზრდის დასაძლევად.

ფედერაციის განცხადებით, ალკოჰოლის, როგორც სოციალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილის აღქმა ხელს უშლის იმის გააზრებას, თუ როგორი მავნებელია იგი. უარყოფითის ნაცვლად, მისი დადებითი მხარის წარმოჩენას ხელს უწყობს ღვინის ინდუსტრიაც.  

ფედერაციის განცხადებას წინ უძღოდა ფსიქიატრთა სამეფო კოლეჯის მიერ საზოგადოების გაფრთხილება, რომ სახიფათო სასმლის გამო, მილიონობით ბრიტანელი საკუთარ თავს "ჩუმ ზიანს აყენებს".

კვლევებმა აჩვენა, რომ ალკოჰოლის მცირე რაოდენობამაც კი შეიძლება გაზარდოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი, მათ შორის კორონარული დაავადებები, ინსულტი, გულის უკმარისობა, ჰიპერტენზიული გულის დაავადება, კარდიომიოპათია (გულის კუნთების დაავადება), წინაგულების ფიბრილაცია (არარეგულარული გულისცემა) და ანევრიზმა.

გულის მსოფლიო ფედერაციის ახალი მონაცემების მიხედვით, 2019 წელს ალკოჰოლის გამო, მსოფლიოში 2,4 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ეს გლობალური სიკვდილიანობის 4,3%-ს, ხოლო 15-დან 49 წლამდე ასაკის მამაკაცებში სიკვდილიანობის 12,6%-ს შეადგენს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია