LIVE

Glovo ე.წ. Dark Stores ტიპის მაღაზიების ქსელს აფართოებს

19 იან 202116:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 450
Glovo ე.წ. Dark Stores ტიპის მაღაზიების ქსელს აფართოებს

ესპანური საკვების მიწოდების სერვისმა Glovo-მ შვეიცარიული უძრავი ქონების სააგენტოსთან  Stoneweg გარიგება დადო, რომლის მიხედვითაც ის მაღაზიების ქსელის გაფართოებაში 100 მილიონი ევროს მოცულობის ინვესტიციას ჩადებს. 

შეთანხმების მიხედვით, ქვეყნებში, რომლებშიც Glovo ოპერირებს, როგორებიცაა ესპანეთი, იტალია, პორტუგალია და რუმინეთი, Stoneweg-ააშენებს და განაახლებს კომერციულ ფართს ე.წ. dark stores ტიპის მაღაზიებისთვის, რომლებიც მხოლოდ მიწოდების სერვისზე იმუშავებს.  

Glovo-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტრადიციული და ელექტრონული ვაჭრობის შემდეგ, მესამე ეტაპის ანუ სწრაფი ელექტრონული კომერციის დრო მოვიდა. ამ შემთხვევაში ნივთის სახლში მიღება 30 წუთშია შესაძლებელი. 

გასულ წელთან შედარებით, სწრაფი კომერციის შეკვეთები 300%-ით გაიზარდა. ამიტომ Glovo 500 ახალი თანამშრომლის დამატებას გეგმავს. ვებგვერდის მიხედვით, მას ამდროისთვის 1900 თანამშრომელი ჰყავს. 

Glovo და სხვა მიწოდების სერვისის კომპანიების მუშაობა მნიშვნელოვნად გაიზარდა პანდემიის დროს. ლოქდაუნის გამო, დაიკეტა რესტორნები და მომხმარებლები საკვების სახლიდან შეკვეთაზე გადავიდნენ.  ბოლო 12 თვის განმავლობაში ბერლინის მიწოდების სერვისის, Hero-ს აქციები 85%-ით გაიზარდა, ამერიკულმა Grubhub-მა კი დაახლოებით 27%-ით მოიმატა. საკვების მიტანის სერვისი გადარჩენის საშუალება აღმოჩნდა Uber-ისთვის, რადგან გადაადგილების სერვისი პანდემიამ დააზარალა.  

მიუხედავად იმისა, რომ საკვებთან შედარებით, მაღაზიებიდან საქონლის მიწოდებაზე ნაკლები კომპანია მუშაობს, კონკურენცია იზრდება ისეთი მსხვილი ონლაინ მაღაზიისგან, როგორიცაა Amazon.com, რომელიც მომხმარებელს პროდუქტის იმავე დღით მიწოდებას სთავაზობს. თუმცა, ის მაინც ვერ უახლოვდება Glovo-ს სერვისს, რომელიც ნივთის წუთებში მიწოდებას გვთავაზობს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მაკარენა მუნოზ მონტიანო