LIVE

Copernicus: 2021 ყველაზე ცხელი წელი იყო ევროპის 52 წლიან ისტორიაში

11 იან 202215:01
3 წუთის საკითხავი
clock clock 867
Copernicus: 2021 ყველაზე ცხელი წელი იყო ევროპის 52 წლიან ისტორიაში
Bloomberg

Copernicus Climate Change Service-ის მიერ ორშაბათს გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის თანახმად, გასული წელი რიგით მეხუთე ყველაზე ცხელი წელი იყო ევროპის 52 წლიან ისტორიაში. 2021 ოდნავ უფრო მაღალი ტემპერატურით გამოირჩეოდა, ვიდრე 2015 და 2018 წლები.

არსებული მონაცემების მოწმობს, რომ ბოლო შვიდი წელი ყველაზე ცხელი იყო გლობალურად, ხოლო ისტორიაში გამოვლენილი 22 ყველაზე ცხელი წლიდან 21 ბოლო ორ დეკადაზე მოდის. 

ტემპერატურის მატების მიზეზი წიაღისეული საწვავი, სამრეწველო აქტივობა და ადამიანის მიერ გამოწვეული სხვა დაბინძურების წყაროებია. კლიმატის მეცნიერთა გლობალურმა კონსორციუმმა, რომელსაც გაერო უჭერს მხარს, აგვისტოს მოხსენებაში დარწმუნებით განაცხადა, რომ დათბობის ტენდენციას ადამიანის მიერ გამოწვეული დაბინძურება განაპირობებს.

Copernicus-ის თანახმად, გასულ წელს ასევე რეკორდულად გაიზარდა ატმოსფერული მეთანი. სათბურის აირი, რომელიც 80-ჯერ აღემატება ნახშირორჟანგის ზემოქმედებას დათბობაზე, ბუნებრივი წყაროებიდან მოდის, როგორიცაა ჭაობები და ტერმიტები. ასევე, ადამიანის აქტივობიდან, რომელიც ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურას, ბრინჯის წარმოებას და ნაგავსაყრელებს მოიცავს.

NOAA-მა 2021 წლის ივლისი ყველაზე ცხელ თვედ მიიჩნია, რაც კი ორგანიზაციას ოდესმე დაუფიქსირებია, ხოლო ივნისიდან აგვისტომდე პერიოდი იყო ყველაზე ცხელი ზაფხული კლიმატის არსებულ ისტორიაში. სიცილიამ, სავარაუდოდ, ევროპული ტემპერატურის ახალი რეკორდი 48,8°C-ით დაამყარა, რაც წინა რეკორდზე 0,8°C-ით მეტია.

მონაცემების მიხედვით, ნახშირორჟანგის გაფრქვევამ (ეს აირი პლანეტის დათბობის დაახლოებით 3/4-ზეა პასუხისმგებელი) ასევე გააგრძელა მატება. აირის ატმოსფერული საშუალო მაჩვენებელი 414,3 ppm-ია, ანუ 50%-ით მეტი, ვიდრე პრეინდუსტრიულ ეპოქაში.

სხვა სამეცნიერო ჯგუფები, მათ შორის NASA, NOAA, გაერთიანებული სამეფოს Met Office-ი და Berkeley Earth, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ ჩანაწერებს მე-19 საუკუნიდან მოყოლებული აწარმოებენ. 2021 წლის შედეგებს ისინი, სავარაუდოდ, მიმდინარე თვის ბოლოს გამოაქვეყნებენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ერიკ რონსონი