LIVE

შესაძლოა, ზოგადი გაციება Covid-19-ისგან დაცვას უზრუნველყოფდეს - კვლევა

10 იან 202218:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 783
შესაძლოა, ზოგადი გაციება Covid-19-ისგან დაცვას უზრუნველყოფდეს - კვლევა

ბუნებრივი დაცვა, რომელიც ადამიანს გაციების შედეგად უყალიბდება, შეიძლება გარკვეულწილად Covid-19-ისგანაც გვიცავდეს. ამის შესახებ BBC ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მცირე კვლევაზე დაყრდნობით წერს

სამეცნიერო ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებულ კვლევაში მონაწილეობდა კოვიდინფიცირებულთან ერთად მცხოვრები 52 ადამიანი. 28-დღიანი დაკვირვების პერიოდში მონაწილეების ნახევარი დაინფიცირდა. აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანების მესამედს, ვინც Covid-19-ით არ დაინფიცირდა, სისხლში სპეციფიკური მეხსიერების T- უჯრედების მაღალი დონე ჰქონდათ. 

შედეგად, მკვლევრები ასკვნიან, რომ ვენტილაციასთან და სხვა ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელოვანი ცვლადი იყო გაციება. მათ, ვინც გაციების შედეგად სპეციფიკური იმუნიტეტი გამოიმუშავეს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ Covid-19-ით დაავადდნენ. 

მიუხედავად ამისა, ექსპერტები აცხადებენ, რომ არავინ უნდა დაეყრდნოს მხოლოდ ამ დაცვას და ვირუსთან ბრძოლაში ვაქცინაცია საკვანძო იარაღად რჩება. 

მიგნება საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ის ქმნის წარმოდგენას, თუ როგორ ებრძვის ვირუსს სხეულის თავდაცვის სისტემა. Covid-19 გამოწვეულია ახალი კორონავირუსით, ასევე, ზოგიერთი გაციების გამომწვევია კორონავირუსები. შესაბამისად, მკვლევრებს აინტერესებთ, მუშაობს თუ არა ერთის მიერ გამომუშავებული იმუნიტეტი მეორეს წინააღმდეგ. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა, ვინც ახლახან იყო გაციებული, დაცულია Covid-19-სგან, რადგან ყველა გაციება არ არის კორონავირუსით გამოწვეული.