LIVE

ირანი ნავთობის მოპოვების ზრდას გეგმავს

07 დეკ 202013:42
3 წუთის საკითხავი
clock clock 1147
ირანი ნავთობის მოპოვების ზრდას გეგმავს
Bloomberg L.P.

ირანი ნავთობის მოპოვების ზრდას გეგმავს იმის მოლოდინით, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია შეარბილებს სანქციებს და დააბრუნებს ქვეყანას ბირთვული შეთანხმების ჩარჩოებში.

ქვეყნის პრეზიდენტის, ჰასან რუჰანის ოფიციალური გვერდის თანახმად, თეირანი მოამზადებს რესურსებს და აღჭურვილობას, რათა უახლოეს 3 თვეში გაზარდოს ნავთობის წარმოება და ექსპორტი.

რუჰანი ამბობს, რომ 2015 წლის ბირთვული შეთანხმების შემდეგ აშშ-სთან და ევროპასთან, ირანმა შეძლო ოკეანის გაღმა გაყიდვების დღეში 2 მილიონ ბარელამდე გაზრდა. "ჩვენ მზად ვართ სწრაფად გავზარდოთ წარმოება," დასძინა მან. 

ბიდენმა თეთრი სახლი 20 იანვარს უნდა გადაიბაროს და მან უკვე გააკეთა მინიშნება იმაზე, რომ სურს დააბრუნოს ირანი გარიგების იმ ეტაპზე, რომელზეც ქვეყანა ბარაკ ობამას პრეზიდნტობის პერიოდში იყო, ვიდრე ახალი ადმინისტრაცია თამაშის წესებს შეცვლიდა 2018 წელს.

JPMorgan Chase-ის ვარაუდით, ირანს შეუძლია გაზარდოს ნედლი ნავთობის ექსპორტი დღიურად 1.2 მილიონი ბარელით მომავალ წელს, თუ ვაშინგტონთან ახალ შეთანხმებას მიაღწევს, თუმცა ეს პრობლემას შექმნის OPEC+-სთვის, რომელიც ცდილობს დაბალ ნიშნულზე შეინარჩუნოს ნავთობის მიწოდება ფასების ზრდის მიზნით. მართალია ირანი ორგანიზაციის წევრია, თუმცა OPEC-მა მასზე გამონაკლისი გაავრცელა წარმოების შემცირების ნაწილში იმ მიზეზით, რომ სანქციებმა ქვეყანა ეკონომიკურად აზარალა. 

მას შემდეგ, რაც მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარი თქვა ბირთვული შეთანხმების პირობებზე და გაამკაცრა სანქციები ირანის წინააღმდეგ,  ქვეყნის ჯამური წარმოება თითქმის განახევრდა - დღეში 1.9 მილიონ ბარელამდე. თუკი 2017 წელს ქვეყანას ექსპორტზე დღიურად 2.6 მილიონი ბარელი გაჰქონდა, სანქციების შემდეგ ეს მაჩვენებელი 133,000-მდე შემცირდა. ირანი ნავთობს ამჟამად ძირითადად ჩინურ ბაზარს აწვდის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: გოლნარ მოტაველი და არსალან შალა