
მილიარდერ რიჩარდ ბრენსონის Virgin Orbit-ის ცდა ამჯერად წარმატებული აღმოჩნდა. კომპანიამ პირველი თანამგზავრები კოსმოსში გუშინ გააგზავნა.
Boeing 747 სახელწოდებით Cosmic Girl კალიფონიიდან გუშინ აფრინდა. მასზე მოთავსებული რაკეტა LauncherOne ორბიტაზე წარმატებით გაუშვეს. რაკეტაზე NASA-ს მიერ შექმნილი, CubeSats-ს სახელწოდებით ცნობილი, ცხრა მინიატურული თანამგზავრი იყო განთავსებული.
პანდემიის მიერ მიყენებული დიდი ზიანის შემდეგ, კომპანიისთვის და ბრენსონისთვის თანამგზავრების გაშვება დიდი სტიმული იქნება. Virgin Orbit-ი მომავალში კოსმოსში პატარა თანამგზავრების გაშვებას და მასკის SpaceX-სთვის კონკურენციის გაწევას გეგმავს.
LauncherOne-ს გაგზავნა მაისში იგეგმებოდა, თუმცა მაშინ კომპანიის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: შარლოტა რაიანი