LIVE

WHO: საფრანგეთში აღმოჩენილი ვარიანტი დიდ საფრთხეს არ ქმნის

05 იან 202213:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 1214
WHO: საფრანგეთში აღმოჩენილი ვარიანტი დიდ საფრთხეს არ ქმნის
Fabrice Coffrini/AFP via Getty Images

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ Covid-19-ის საფრანგეთში აღმოჩენილი ვარიანტი არ იქცა დიდ საფრთხედ მას შემდეგ, რაც პირველად აღმოაჩინეს ნოემბერში.

ეს ვარიანტი “იყო ჩვენს რადარზე”, - განაცხადა აბდი მაჰამუდმა, WHO-ს კოვიდ ინციდენტების მენეჯერმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე. 

ვარიანტი, რომელსაც წინასწარი ინფორმაციით 46 მუტაცია აქვს, სამხრეთ საფრანგეთში 12 ადამიანს დაახლოებით იმავე დროს დაუდასტურდა, როდესაც სამხრეთ აფრიკაში ომიკრონის შტამი აღმოაჩინეს. 

პირველი პაციენტი, რომელსაც აღნიშნული ვარიანტი დაუდასტურდა, აცრილი იყო და კამერუნიდან დაბრუნდა, აცხადებდნენ IHU-ს მკვლევრები სტატიაში, რომელიც medRxiv სერვერზე დეკემბრის ბოლოს გამოქვეყნდა.

“ძალიან ნაადრევია სპეკულირება IHU-ის ვარიანტის ვირუსოლოგიურ, ეპიდემიოლოგიურ ან კლინიკურ მახასიათებლებზე”, - წერდნენ ისინი სტატიაში.

WHO მონიტორინგს უწევს რამდენიმე ვარიანტს და როდესაც აღმოაჩენს, რომ რომელიმე მათგანი შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი რისკი, მას “შეშფოთების ვარიანტს” უწოდებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: მართა ფურკადი და თომას მულიერი