
კორონა ვირუსის უფრო ინფეცქიური მუტაციის გავრცელების გამო, ავსტრია ლოკდაუნს 7 თებერვლამდე შეინარჩუნებს. ქვეყანა რესტორნებს, კაფეებსა და სასტუმროებს მინიმუმ მთელი თებერვლის განმავლობაში დახურავს. გამკაცრდება პირბადის ტარების და დისტანცირების მოთხოვნებიც.
ალპური ქვეყანა 25 იანვარს აპირებდა უმეტესი შეზღუდვების მოხსნას, თუმცა B117 მუტაციის ვენაში გავრცელებამ პროცესი უკან დახია. კანცლერმა სებასტიან კურცმა განაცხადა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სუპერმარკეტებსა და აფთიაქებში უფრო ეფექტიანი FFP2 ნიღბების ტარება გახდება სავალდებულო. დისტანციის მანძილი საზოგადოებრივ ადგილებში 2 მეტრამდე გაიზრდება.
ავსტრიამ ახლანდელი ლოკდაუნი შობის შემდეგ დაიწყო, მაგრამ ქვეყანამ ინფექციების მნიშვნელოვანი შემცირება არდადეგების შემდეგ ვერ შეძლო.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბორის გრენდალი