LIVE

Apple-ი უფრო ძლიერი 2022 წლისთვის ემზადება

03 იან 202215:18
3 წუთის საკითხავი
clock clock 804
Apple-ი უფრო ძლიერი 2022 წლისთვის ემზადება
Getty Images

2021 წელს მოწყობილობების მოკრძალებული გამოშვების შემდეგ, Apple-ი უფრო ძლიერი 2022 წლისთვის ემზადება. კომპანია მიმდინარე წელს, სავარაუდოდ, ახალ iPhone-ებს, AirPods-ს და პოტენციურად VR ყურსასმენს წარადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების მიხედვით, 2021 წელი Apple-ის ისტორიაში ყველაზე წარმატებული იყო, ეს არ იყო განსაკუთრებული წელი პროდუქტის წარდგენის მხრივ. სავარაუდოდ, 2022 წელს ეს შეიცვლება.

მიმდინარე წელი კომპანიისთვის უფრო ძლიერი იქნება. iPhone-ის მწარმოებელი მუშაობს პრო Mac-ების ჯგუფზე, რომელიც M1 Pro და M1 Max-ის ჩიპებზე იმუშავებს. ეს მოიცავს უფრო პატარა Mac Pro-ს 40-მდე CPU ბირთვით და 128 გრაფიკული ბირთვით, ახალ Mac mini-ს და ფართო ეკრანიან iMac Pro-ს. ასევე, კომპანია Intel-ის ჩიპებიდან საკუთარ სილიკონზე გადასვლას სავარაუდოდ, ივნისში გამოაცხადებს.

ყურადღება მისაქცევია MacBook Air-ის პროდუქტის ისტორიაში ყველაზე დიდ რედიზაინი. ასევე, განახლებული საწყისი დონის MacBook Pro-სა და უსადენო დატენვის iPad Pro-ს წარდგენაც.

ტელეფონებისა და საათების მხრივ, უნდა ველოდეთ iPhone SE-ის 5G ვერსიას წლის პირველ ნახევარში, განახლებულ iPhone 14-თან ერთად. ასევე, უახლოეს თვეებში მეტ სიახლეს უნდა ველოდეთ iOS 16-ის(კოდური სახელით Sydney) და macOS 13-ის(კოდური სახელით Rome) შესახებ.

თუ კომპანია ამას მოახერხებს, 2022 წლის წმინდა გრაალი, რა თქმა უნდა, Apple-ის პირველ ვირტუალური რეალობის ყურსასმენის წარდგენა იქნება. აღსანიშნავია, რომ პროდუქტის წარდგენის ვადები კომპანიამ რამდენჯერმე გადადო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარკ გურმანი