
Tesla-მ მეოთხე კვარტალში წინა რეკორდი მოხსნა და მსოფლიო მასშტაბით მომხმარებლებამდე 308,600 ელექტრომობილი მიიყვანა.
კვირას გამოქვეყნებული მოსალოდნელზე უკეთესი შედეგების შემდეგ, კომპანიის მთლიანი წლიური გაყიდვები 936 000-ს გადასცდა, რაც 87%-იანი ზრდაა 2020 წლიდან.
კვარტალური მიწოდება Tesla-ს ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო მაჩვენებელია. ის მხარს უჭერს კომპანიის ფინანსურ შედეგებს და ფართოდ განიხილება, როგორც ელექტრომობილებზე მომხმარებელთა მოთხოვნის ბარომეტრი.
ელექტრომობილების ბაზრის ლიდერის აქციები, მუდმივი ზრდის მოლოდინის ფონზე, 2021 წელს თითქმის 50%-ით გაიზარდა. კომპანიის საბაზრო ღირებულება $1 ტრილიონს აღემატება და ერთ-ერთია აშშ-ში დაფუძნებული ხუთი საჯარო კომპანიიდან, რომლებმაც ამ სტატუსს მიაღწიეს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: დანა ჰალი და ბრენდან ქეისი