LIVE

პუტინი: Nord Stream 2 ევროპაში გაზის ფასის დასტაბილურებისთვის მზადაა

30 დეკ 202113:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 729
პუტინი: Nord Stream 2 ევროპაში გაზის ფასის დასტაბილურებისთვის მზადაა
Kremlin Photo

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ Nord Stream 2-ის გაზსადენი ევროპაში გაზის ფასის დასტაბილურებისთვის მზადაა.

“მინდა მივულოცო Gazprom-ს და პარტნიორებს Nord Stream 2-ის სამუშაოების დასრულება და ფაქტი, რომ ის მზადაა ექსპლუატაციისთვის”,- განაცხადა პუტინმა მთავრობის სხდომაზე, რომელსაც Gazprom-ის ხელმძღვანელი ალექსეი მილერიც ესწრებოდა.

Nord Stream 2, რომლის მშენებლობაც სექტემბერში დასრულდა, ახლა  გერმანიასა და ევროკავშირში მარეგულირებელი ორგანოების დამტკიცებას ელოდება. თუმცა, მილსადენს შეერთებული შტატებისა და რიგი ქვეყნების წინააღმდეგობა ემუქრება, მათ შორის პოლონეთისა და უკრაინის, რომლებიც ამბობენ, რომ ის რუსეთის გავლენას გაზრდის. მიუხედავად რუსეთის მზაობისა და სურვილისა, მილსადენის სერტიფიცირება 2022 წლის ბოლომდე მოსალოდნელი არ არის.

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, რადგან შეზღუდული მიწოდების პარალელურად, ეკონომიკამ აღდგენა დაიწყო და მოთხოვნა გაიზარდა. ზოგიერთი პოლიტიკოსი და ექსპერტი გაზის ექსპორტის შეზღუდვაში რუსეთს ადანაშაულებს.