LIVE

Apple-ი კადრების შესანარჩუნებლად $180,000-იან ბონუსებს გასცემს

29 დეკ 202114:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1024
Apple-ი კადრების შესანარჩუნებლად $180,000-იან ბონუსებს გასცემს

Apple-მა ტალანტების შესანარჩუნებლად კომპანიის ინჟინრებზე უჩვეულოდ დიდი ბონუსები გასცა. ტექნოლოგიური გიგანტი ცდილობს თავიდან აიცილოს თანამშრომლების ისეთ კონკურენტებთან გადასვლა, როგორიცაა Facebook-ის მფლობელი Meta Platforms-ი.

კომპანიამ მოულოდნელი ბონუსების შესახებ, რომლებიც შეზღუდული საფონდო ერთეულების სახით გაიცემა, თანამშრომლებს გასულ კვირას აცნობა. ბონუსები დაახლოებით $50,000-დან $180,000-მდე მერყეობს. კომპანიის ბევრმა ინჟინერმა აქციების სახით $80,000, $100,000 და $120,000-იც კი მიიღო. ბონუსები მენეჯერებმა კარგი პერფორმანსისთვის ჯილდოს სახით წარადგინეს.

Apple-ი Silicon Valley-ისა და მის ფარგლებს გარეთ ტალანტებისთვის ომშია ჩართული, სადაც Meta განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სოციალური მედიის მფლობელმა კომპანიამ Apple-დან 100-მდე ინჟინერი წამოიყვანა. თუმცა, Apple-მა ასევე გადმოიბირა Meta-ს მნიშვნელოვან პოზიციებზე დასაქმებულები.

ორი კომპანია, სავარაუდოდ, ვირტუალური რეალობის აქსესუარების მიმართულებით ერთმანეთისთვის სერიოზული კონკურენტი გახდება. ამ განვითარების გამო Meta ხელფასების ზრდით ცდილობს Apple-ის საინჟინრო ტალანტი მიიზიდოს. სოციალური მედიის გიგანტის მომავლის ფოკუსი აპარატულ უზრუნველყოფა და მეტავერსი იქნება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარკ გურმანი