LIVE

რამდენ ხანს გასტანს ევროპის ენერგეტიკული კრიზისი- ტრეიდერების პასუხი

26 დეკ 202115:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 1001
რამდენ ხანს გასტანს ევროპის ენერგეტიკული კრიზისი- ტრეიდერების პასუხი

იმის გასაგებად, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება წლევანდელი ენერგეტიკული კრიზისი, ევროპის ბუნებრივი აირის ბაზარს უნდა შევხედოთ.

ფორვარდული ფასები გასული თვის განმავლობაში გაორმაგდა. ტრეიდერები ფსონს უპრეცედენტო შეკუმშვის 2023 წლამდე გაგრძელებაზე დებენ. ბუნებრივი აირი ძვირი იქნება ცხელ სეზონებზეც. მიმდინარე კვირაში ზაფხულის ფასებმა მეგავატ საათზე 100 ევროს გადააჭარბა, რაც რეკორდულად მაღალი ფასია.

ევროპა ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას. რუსეთი მიწოდებას ზღუდავს, ხოლო საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურების მუშაობის შეწყვეტა, რაც ელექტრო ქსელებს აწვება, წლის ყველაზე ცივ თვეებს ემთხვევა. გამოსავალი ამ ეტაპზე არ ჩანს. გერმანიამ განაცხადა, რომ რუსეთის საკამათო Nord Stream 2-ის მილსადენი 2022 წლის პირველ ნახევარში არ დამტკიცდება. ნაბიჯი, სავარაუდოდ, ზაფხულში მიწოდებას შეზღუდავს, როდესაც ევროპას გაზი საწყობების შესავსებად დასჭირდება.

გეოპოლიტიკური დაძაბულობა რუსეთსა და უკრაინას შორის, სავარაუდო შეჭრის შესაძლებლობის გამო, ასევე ქმნის ბაზრებზე დაძაბულ განწყობას. ხუთშაბათს ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირდაპირ არ ახსენა სამხედრო მოქმედების საფრთხე, თუმცა აღნიშნა, რომ NATO-ს გაფართოება რუსეთის საზღვრამდე მიუღებელია.

მიუხედავად იმისა, რომ თხევადი ბუნებრივი აირის ტანკერები ამჟამად ევროპისკენ მიემართება, რეგიონი გლობალური ბაზრების წყალობაზე დამოკიდებული რჩება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ისის ალმაიდა