LIVE

გამყრელიძე: საქართველოში ომიკრონის ორი შემთხვევა დადასტურდა

20 დეკ 202113:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 834
გამყრელიძე: საქართველოში ომიკრონის ორი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ ორი შემთხვევა დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ორივე ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა.

„საქართველოს ორ მოქალაქეს ომიკრონის შტამი დაუდასტურდა, რომლებსაც მოგზაურობის ისტორია აქვს აშშ-ში და ახლო აღმოსავლეთში. მიმდინარეობს 26 კონტაქტის კვლევა",- აღნიშნა გამყრელიძემ.

გამყრელიძის ინფორმაციით, „ომიკრონის“ შტამით ინფიცირებული საქართველოს ორივე მოქალაქე ორჯერ იყო აცრილი.

შეგახსენებთ, კორონავირუსის ომიკრონ ვარიანტი პირველად სამხრეთ აფრიკაში, მიმდინარე წლის ნოემბერში დაფიქსირდა. ის Covid-19-ის ამ დრომდე ცნობილი შტამებიდან ყველაზე მეტ მუტაციას შეიცავს. "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" (WHO) მონაცემებით, შტამი აღმოჩენილია მინიმუმ 89 ქვეყანაში. ორგანიზაციის შეფასებით, შტამით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველ 1,5-3 დღეში ორმაგდება.