
Sony-ის Spider-Man: No Way Home სალაროებში რეკორდებს ამყარებს.
Sony-ის თქმით, ფილმს ჩრდილოეთ ამერიკის სალაროების ისტორიაში მეორე ყველაზე დიდი გახსნა ჰქონდა. ფილმი მხოლოდ Walt Disney-ის Avengers: Endgame-ს ჩამორჩება. სტუდიაში ასევე აცხადებენ, რომ Spider-Man: No Way Home-ს ასევე ყველა დროის საუკეთესო დეკემბრის გახსნა აქვს.
ფილმმა მხოლოდ პარასკევს ბილეთების გაყიდვით $121,5 მილიონი გამოიმუშავა, რაც ხუთშაბათის $50 მილიონს მოჰყვა. No Way Home-ის ბილეთების გაყიდვები ბევრად აღემატება Venom: Let There Be Carnage-ის მიღებულ შემოსავალს, რომელიც სტუდიის კიდევ ერთი მაღალშემოსავლიანი ფილმია.
Sony შაბათ-კვირას ფილმისთვის კიდევ $242 მილიონის შემოსავალს პროგნოზირებს, რაც ადრინდელ სამდღიან სამიზნეს, $130 მილიონს აჭარბებს.
ანალიტიკოსების თქმით, ფილმი ყველა დროის საუკეთესო გახსნების ხუთეულში მოხვდება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბრაიან ეკჰაუსი