LIVE

ოფისიდან მუშაობის ხუთდღიანი სამუშაო კვირა აღარ დაბრუნდება- OECD-ის გამოკითხვა

19 დეკ 202117:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1023
ოფისიდან მუშაობის ხუთდღიანი სამუშაო კვირა აღარ დაბრუნდება- OECD-ის გამოკითხვა
Bloomberg

25 ქვეყანაში დასაქმებულების გამოკითხვის შედეგების თანახმად, ოფისში ხუთდღიანი სამუშაო კვირა შესაძლოა, აღარ დაბრუნდეს.

OECD-ის ანგარიშის მიხედვით, თანამშრომლები და მენეჯერები ამბობენ, რომ პანდემიის დროს სახლიდან მუშაობამ დადებითად იმოქმედა დასაქმებულების პერფორმანსსა და მათ კეთილდღეობაზე. მოსალოდნელია, რომ თანამშრომლების წილი, რომლებიც კვირაში მინიმუმ ერთი დღე მაინც მუშაობენ დისტანციურად, ბევრად უფრო მაღალი იქნება, ვიდრე პანდემიამდე.

ასევე, ვებსაიტ Indeed-ზე OECD-ის მიერ ჩატარებულმა ცალკეულმა კვლევამ აჩვენა, რომ დისტანციური სამსახურის განცხადებების მნიშვნელოვანი ზრდა Covid-ის შეზღუდვების მოხსნის შემდეგ უმნიშვნელოდ შეიცვალა.

აღსანიშნავია, რომ ფუნდამენტური და გრძელვადიანი გადასვლა დისტანციურ მუშაობაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ეკონომიკის სტრუქტურაზე, პროდუქტიულობასა და დასაქმებულთა უფლებებზე.

მკვლევრებმა, რომლებიც აანალიზებდნენ კვლევის შედეგებს, განაცხადეს, რომ ადაპტაციისთვის მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ სანდო ინტერნეტი, დააწესონ რეგულაციები, რათა შესაძლებელი გახადონ დისტანციური მუშაობა. მათ ასევე განაცხადეს, რომ დასაქმებულები დაცული უნდა იყვნენ სახლიდან ზედმეტი მუშაობისგან, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ კეთილდღეობასა და პროდუქტიულობას.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: უილიამ ჰორობინი