
ინდოეთის სერუმის ინსტიტუტის შექმნილმა Novavax-ის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ" (WHO) გადაუდებელი გამოყენების სტატუსი მიანიჭა.
WHO აცხადებს, რომ ვაქცინა, რომელიც Covovax-ის სახელითაა ცნობილი, შეიძლება გამოყენებულ იქნას გლობალურად. ორგანიზაციის ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ვაქცინაციის დაჩქარებას დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში.
Novavax-მა და მსოფლიოში ვაქცინების უმსხვილესმა მწარმოებელმა, სერუმის ინსტიტუტმა, ერთად აიღეს ვალდებულება, რომ COVAX პლატფორმას 1,1 მილიარდზე მეტი დოზით უზრუნველყოფენ.
ვაქცინას, რომელზეც Novavax-ი მუშაობს, Nuvaxovid-ი ჰქვია და ის ამჟამად ევროპის მარეგულირებლის შემოწმებას გადის. ვარაუდობენ, რომ ვაქცინა უახლოეს დღეებში "ევროპის წამლის სააგენტოს" დამტკიცებას მიიღებს. ჯანმოს განცხადებით, ვაქცინის შესახებ საბოლოო შეფასებას EMA-ს რეკომენდაციის შემდეგ გასცემს.
სიახლის შემდეგ Novovax-ის აქციები 8,7%-ით გაიზარდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: თომას მულიერი