LIVE

Tesla-ს თანამშრომლები სამსახურში სექსუალური შევიწროების გამო ჩივიან

18 დეკ 202112:33
3 წუთის საკითხავი
clock clock 754
Tesla-ს თანამშრომლები სამსახურში სექსუალური შევიწროების გამო ჩივიან

6 ქალი Tesla-ს სავარაუდო სექსუალური შევიწროების გამო სასამართლოში უჩივის. 

“მიუხედავად იმისა, რომ Tesla საჯაროდ აცხადებს, რომ ხელს უწყობს უსაფრთხო და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნას თანამშრომლებისთვის, სიმართლე ისაა, რომ წლების განმავლობაში Tesla აიძულებდა ქალებს, რომლებიც მუშაობდნენ ფრემონტის ქარხანაში, შეგუებოდნენ სექსუალური შევიწროების კოშმარულ პირობებს”,- ნათქვამია ალამედას უზენაეს სასამართლოში შეტანილ საჩივრებში.

საჩივრები დეტალურად აღწერს კაცი კოლეგებისა და ზედამხედველების მხრიდან შევიწროების შემთხვევებს, ასევე Tesla-ს მხრიდან რეაგირების ნაკლებობას, როდესაც პრეტენზიები შიდა მოხსენებაში ფიგურირებდა. 

დაახლოებით 10,000 ადამიანი მუშაობს ფრემონტის ქარხანაში, სადაც Tesla აწარმოებს ელექტრო მოდელებს S, X, 3 და Y-ს. ქარხანა დიდი ხანია პრეტენზიების საგანია რასობრივი და სექსუალური შევიწროების შემთხვევების გამო. ბევრი საჩივარი არასოდეს აღწევს სასამართლომდე, რადგან Tesla-ს სრული განაკვეთით მომუშავე თანამშრომლები ხელს აწერენ შეთანხმებებს, რომლებიც მოითხოვს სამუშაო ადგილთან დაკავშირებული დავების განხილვას დახურულ არბიტრაჟში, რამაც Tesla-ს ინვესტორების უკმაყოფილებაც გამოიწვია.

მაისში, ყოფილმა თანამშრომელმა მოიგო $1 მილიონიანი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება დისკრიმინაციის შესახებ. 

დისკრიმინაციის დავა მოიგო ლიფტის ოპერატორმა და სასამართლომ $137 მილიონის კომპენსაცია დააკისრა კომპანიას. Tesla-მ განაჩენს “უპრეცედენტო” უწოდა და განაცხადა, რომ “არანაირი კავშირი არ აქვს სასამართლოში არსებულ ფაქტობრივ მტკიცებულებებთან”.

“Tesla-მ სერიოზულად ვერ მიიღო სექსუალური შევიწროება”,- განაცხადა დევიდ ლოუმ, სან-ფრანცისკოში დაფუძნებული იურიდიული კომპანიის, Rudy Exelrod Zieff & Lowe-ის პარტნიორმა. ლოუ ასევე წარმოადგენს ჯესიკა ბარაზას ინტერესებს, რომელმაც გასულ თვეში შეიტანა სარჩელი ფრემონტის დაწესებულებაში შევიწროების გამო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დანა ჰალი