LIVE

კიმ კარდაშიან-უესტი ადვოკატობას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა

14 დეკ 202114:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 585
კიმ კარდაშიან-უესტი ადვოკატობას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა
Angela Weiss/AFP via Getty Images

კიმ კარდაშიან-უესტი ადვოკატობას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. ის წერს, რომ კალიფორნიის პირველი კურსის სამართლის სტუდენტების გამოცდა ჩააბარა.  

ტესტი ერთ-ერთია ორი მოთხოვნიდან, რომელიც არააკრედიტებულ იურიდიულ სკოლაში ან იურიდიული ოფისის სასწავლო პროგრამის მონაწილეებს მოეთხოვებათ. ამ დროისთვის ხელმისაწვდომი მონაცემებით, 275 აპლიკანტიდან ივნისში გამოცდის ჩაბარება 20.7%-მა შეძლო.  

„ვინც არ იცის იურიდიულ სკოლასთან დაკავშირებით ჩემი თავგადასავალი, მინდა გითხრათ, რომ ეს არც ისე ადვილი იყო. საუკეთესო იურისტებმა მითხრეს, რომ ეს იყო თითქმის შეუძლებელი და იმაზე რთული, ვიდრე ტრადიციული იურიდიული სკოლისკენ მიმავალი გზა",- დაწერა მან Twitter-ზე. 

შოუ-ბიზნესის ვარსკვლავმა და KKW Beauty-ისა და Skims-ის დამფუძნებელმა, Twitter-ზე განაცხადა, რომ ორ წლის განმავლობაში გამოცდაზე ოთხჯერ გავიდა. 

კიმ კარდაშიანმა 2019 წელს განაცხადა, რომ იურისტობას აპირებდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ელა ქერონი