LIVE

გერმანიის ახალი კანცლერი უკრაინის გაზის ექსპორტის შემოსავლის დაცვის პირობას დებს

13 დეკ 202113:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 824
გერმანიის ახალი კანცლერი უკრაინის გაზის ექსპორტის შემოსავლის დაცვის პირობას დებს
Liesa Johannssen-Koppitz/Bloomberg

გერმანიის ახალმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა უზრუნველყოს ბუნებრივი აირის გადინება უკრაინაში და თავიდან აიცილოს რუსეთის მცდელობა, გამოიყენოს Nord Stream 2-ის მილსადენი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ეკონომიკის ჩამოსაშლელად.

პოლონეთში ვიზიტის დროს, გერმანიის ახალმა ლიდერმა არ დააკონკრეტა, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს მთავრობა მილსადენის წინააღმდეგ, როცა რუსეთი აგროვებს ჯარებს უკრაინის საზღვარზე. შოლცმა განამტკიცა მისი წინამორბედის, ანგელა მერკელის დაპირება, რომ გერმანია გამოიყენებდა ყველა ბერკეტს იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთმა გაახანგრძლივოს სატრანზიტო კონტრაქტი უკრაინასთან და დაეხმაროს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაში.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანნალენა ბაერბოკი უფრო შორს წავიდა და აღნიშნა, რომ Nord Stream 2 არ აკმაყოფილებს გერმანიის მარეგულირებლების მოთხოვნებს, რომლებმაც შეაჩერეს მილსადენის სერტიფიცირება გასულ თვეში.

“ამ ეტაპზე მილსადენის სერტიფიცირება შეუძლებელია, რადგან ის არ აკმაყოფილებს ევროპის ენერგეტიკული კანონმდებლობის მოთხოვნებს. კვლავ პრობლემულია უსაფრთხოების საკითხები”,- განუცხადა ბაერბოკმა ZDF-ს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: პატრიკ დონაჰიუ და მაციე მარტევიჩი