LIVE

„ნიკორას“ ხორცპროდუქტების საწარმოს ასაშენებლად თბილისში მიწა 1 ლარად გადაეცა

13 დეკ 202112:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 1182
„ნიკორას“ ხორცპროდუქტების საწარმოს ასაშენებლად თბილისში მიწა 1 ლარად გადაეცა

„ნიკორას“ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცა თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები, სადაც კომპანია ხორცპროდუქტების ახალ საწარმოს აამოქმედებს. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

პროექტი 15 მილიონ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს. დასაქმდება 300-მდე ადამიანი. 

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტმა 11 საკითხი განიხილა. მათ შორის, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია. კერძოდ, "ჩაის პლანტაციების რეაბილიტირების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, იმერეთში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ სოჩხეთში 37.26ჰა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია განხორციელდება. სამუშაოების ჯამური ღირებულება 134 120 ლარს შეადგენს, საიდანაც სახელმწიფო პროგრამის თანადაფინანსებაა 93 139 ლარი, ხოლო 40 981 ლარი ბენეფიციარის - შპს "გრინჰილის" თანამონაწილეობა.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 14.50ჰა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია იგეგმება იმერეთში, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურში. სამუშაოების ჯამური ღირებულება 52 200 ლარია.