LIVE

"ფრეკო": საქმიანობის გაგრძელების აზრს ვერ ვხედავთ

13 დეკ 202120:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1202
"ფრეკო": საქმიანობის გაგრძელების აზრს ვერ ვხედავთ

საქართველოში გაყინული კარტოფილის ფრის უმსხვილესმა მწარმოებელმა, კომპანია „ფრეკომ“ წარმოება დროებით შეაჩერა. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ კომპანიის დირექტორმა ირაკლი ქურდაძემ განუცხადა, მიზეზი შემცირებული მოთხოვნაა.

„ჩვენი ძირითადი მომხმარებელი ჰორეკა სექტორია, რომელიც პანდემიის გამო დიდი შეფერხებებით ფუნქციონირებს. პანდემიამდე, ანუ 2019 წელს კომპანიის ბრუნვა 1 მილიონ ლარს აჭარბებდა. დღეს კარტოფილი ფრიზე მოთხოვნა ფაქტობრივად განახევრდა, რასაც იმპორტი სრულად აკმაყოფილებს. შექმნილ სიტუაციაში საქმიანობის გაგრძელების აზრს ვერ ვხედავთ. ზაფხულის შემდეგ გაჩერებულები ვართ“,- აცხადებს ქურდაძე.

ქურდაძის თქმით, კარტოფილი ფრის ადგილობრივი ბაზრის მოცულობა საიმპორტო (საინვოისო) ფასებით 10 მილიონ ლარს, ხოლო სამომხმარებლო ფასებით 60 მილიონ ლარს აჭარბებს.