LIVE

JPMorgan: 2022 წელს პანდემია დასრულდება და ეკონომიკა სრულად აღდგება

09 დეკ 202118:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1014
JPMorgan: 2022 წელს პანდემია დასრულდება და ეკონომიკა სრულად აღდგება

პანდემიური ქაოსის დაწყებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, JPMorgan-ი პროგნოზირებს, რომ 2022 წელს ჯანმრთელობის კრიზისით გამოწვეული ეკონომიკური ჭრილობები სრულად განიკურნება.

ამერიკის უმსხვილესი ბანკი იმედოვნებს, რომ ჯანმრთელობის ფრონტზე პროგრესი ეკონომიკის ძლიერ აღდგენას გამოიწვევს. აღდგება გლობალური მობილობა და დაბრუნდება მომხმარებლებისა და ბიზნესის მხრიდან ხარჯვა.

JPMorgan-ი ასევე საფონდო ბირჟის მუდმივ ზრდას პროგნოზირებს, თუმცა უფრო ნელი ტემპით. ბანკმა S&P 500-ისთვის წლის ბოლო სამიზნე მაჩვენებლად 5 050 დასახა, რაც 8%-ით აღემატება მიმდინარე დონეს.

JPMorgan-მა ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინების, ბუნებრივი იმუნიტეტისა და შეზღუდვების მიუხედავად, Covid-ის გამოწვეული სიკვდილიანობა წელს უფრო მეტი იყო, ვიდრე გასულ წელს. ბანკის მიხედვით, ეს გაფრთხილებაა რომ წინ ჯერ კიდევ არის დაბრკოლებები, მათ შორისაა ცენტრალური ბანკების მხრიდან მარტივი ფულის პოლიტიკის გაუქმებაც.

JPMorgan-ის მიერ გამოვლენილი სხვა რისკები ევროპასა და აზიაში გეოპოლიტიკურ დაძაბულობას, დაჩქარებული ინფლაციის ირგვლივ გაურკვევლობას და მოახლოებულ ენერგეტიკულ კრიზისს მოიცავს.