LIVE

გერმანიის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი რუსეთს აფრთხილებს

09 დეკ 202119:18
3 წუთის საკითხავი
clock clock 792
გერმანიის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი რუსეთს აფრთხილებს
GONZALO FUENTES

გერმანიის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი, ანნალენა ბაერბოკი უერთდება დასავლელი პოლიტიკოსების გაფრთხილებებს რუსეთის მიმართ უკრაინის გამო და აცხადებს, რომ მოსკოვი ძვირს გადაიხდის, თუ სამხედრო ინტერვენციას გადაწყვეტს.

“უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე მოლაპარაკება შეუძლებელია”,- განაცხადა ბაერბოკმა პარიზში ფრანგ კოლეგასთან, ჟან-ივ ლე დრიანთან მოლაპარაკების შემდეგ და მოუწოდა ევროკავშირსა და ნატოს, იმუშაონ სამხედრო ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

“რუსეთი გადაიხდის მაღალ პოლიტიკურ და უპირველეს ყოვლისა ეკონომიკურ ფასს უკრაინის სახელმწიფოებრიობის ხელახლა შელახვისთვის”,- განაცხადა ბაერბოკმა.

გერმანიის ახალმა კანცლერმა, ოლეფ შოლცმა ასევე გააფრთხილა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში რეპრესიებს გამოიწვევს. მან უარი თქვა დაკონკრეტებაზე, იგულისხმება თუ არა საპასუხო ზომებში Nord Stream 2-ის გაზსადენის შეჩერება, რომელიც რუსეთს გერმანიის ჩრდილოეთ სანაპიროსთან აკავშირებს.

აშშ უბიძგებს ბერლინს, შეაჩეროს თითქმის დასრულებული პროექტის ექსპლუატაცია, თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში.

ანნალენა ბაერკოკს შეხვედრები აქვს დაგეგმილი ბრიუსელში, ჯოზეფ ბორელთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა საკითხებში და ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან. პარასკევს ბაერბოკი ვარშავაში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ანია ნუსბაუმი და არნე დელფსი