
მაკენზი სკოტმა ფილანთროპიული საქმიანობა ბოლო 18 თვეში $8.6 მილიარდის დონაციით გააუმჯობესა. სკოტის დონაცია ერთ-ერთი ყველაზე დიდია ისტორიაში, თუმცა მისი უახლესი განცხადების მიხედვით, ის ქველმოქმედების კურსს ცვლის.
"ჩემი წინა პოსტების შემდეგ, მე არ ჩამოვთვლი იმ თანხების რაოდენობას, რომელიც დონაციის სახით გავეცი. მინდა მივცე საშუალება თითოეულ შესანიშნავ გუნდს ისაუბრონ პირველ რიგში საკუთარი თავის შესახებ, თუ ამ არჩევანს გააკეთებენ",- განაცხადა სკოტმა ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ჩანაწერში.
Amazon.com-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე, როგორც წესი, ვებსაიტზე იმ ორგანიზაციების შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას, რომლებიც მისგან საჩუქრებს იღებენ. სკოტი ასევე საჯაროს ხდიდა თანხის ოდენობას, რომელსაც ის დონაციების სახით გასცემდა. ამჯერად მან არც იმ ორგანიზაციების სახელები გააზიარა, რომლებმაც მისგან საჩუქარი მიიღეს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: სოფი ალექსანდერი და ბენ სტივერმანი