LIVE

10 საუკეთესო ბარი მსოფლიოში World’s Best Bars-ის მიხედვით

13 დეკ 202121:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 1598
10 საუკეთესო ბარი მსოფლიოში World’s Best Bars-ის მიხედვით
The Connaught

ზედიზედ მეორე წელია, პლანეტის საუკეთესო ბარის ადგილს ლონდონში, სასტუმრო Connaught-ში განთავსებული Connaught Bar-ი იკავებს.

პრესტიჟულ ლონდონურ ბარს, რომელიც ისეთი სასმელებით არის ცნობილი, როგორიცაა საფირმო მარტინი ორისთვის, ჯილდო World’s 50 Best Bars-ისგან გადაეცა.

მსოფლიოს საუკეთესო ბარების სიაში მეორე ადგილზე ასევე ლონდონური ბარი Tayēr + Elementary-ი მოხვდა. ორნაწილიანი ბარი მომხმარებელს სთავაზობს სივრცეს როგორც ჩვეულებრივი კოქტეილებისთვის, ასევე ექსპერიმენტულ ბარს ამბიციური სტუმრებისთვის.

სიაში მოხვდა მეხიკოს Licorería Limantour-იც. მსოფლიოს საუკეთესო 50 ბარიდან ყველაზე მეტი სინგაპურშია. 10 საუკეთესო ბარს შორის მოხვდა სინგაპურული Jigger & Pony.

World’s 50 Best Bars-ის საუკეთესო 10 ბარის სია ასე გამოიყურება:

1. Connaught Bar, ლონდონი
2. Tayēr + Elementary, ლონდონი
3. Paradiso, ბარსელონა
4. Clumsies, ათენი
5. Florería Atlántico, ბუენოს აირესი
6. Licorería Limantour, მეხიკო
7. Coa, ჰონგ კონგი
8. El Copitas, პეტერბურგი
9. Jigger & Pony, სინგაპური
10. Katana Kitten, ნიუ-იორკი

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კეიტ გრეიდერი