LIVE

Apple $3 ტრილიონიან საბაზრო ღირებულებას უახლოვდება

09 დეკ 202115:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 576
Apple $3 ტრილიონიან საბაზრო ღირებულებას უახლოვდება
Bloomberg

Apple $3 ტრილიონიან საბაზრო ღირებულებას უახლოვდება. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიის ეს შეფასება მთელი გერმანიის აქციების ბაზარსა და დიდი ბრიტანეთის ეკონომიკას აღემატება.

iPhone-ის მწარმოებლის აქციების ფასის კიდევ 6%-ით გაზრდის შემთხვევაში, ის პირველი კომპანია გახდება, რომელიც $3 ტრილიონიან ღირებულებას მიაღწევს. ეს კი ოთხ წელიწადზე ნაკლებ დროში მოხდება მას შემდეგ, რაც Apple-ის საბაზრო ღირებულებას $1 ტრილიონს პირველად გადააჭარბა.

Apple მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბიზნესი პროდუქციის მუდმივი ნაკადის წყალობით გახდა, რომელმაც მომხმარებლები მოხიბლა. ახლა, როდესაც მაღალი საპროცენტო განაკვეთები და კორონავირუსის მიერ შეფერხებული ეკონომიკური ზრდა ბაზრებზე რყევებს იწვევს, ინვესტორები კომპანიას საინვესტიციოდ შედარებით უსაფრთხო ვარიანტად განიხილავენ. ეს კი გაყიდვების თანმიმდევრული ზრდისა და სოლიდური ფინანსური ბალანსის დამსახურებაა.

აღსანიშნავია, რომ 1990-იანი წლების ბოლოდან Apple-ის აქციები 22 000%-ით გაიზარდა, რაც წელიწადში დაახლოებით 28%-იან ზრდას შეადგენს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯერან უიტენშტეინი