LIVE

Pfizer/BioNTech: ვაქცინის მესამე დოზე ომიკრონს ანეიტრალებს

08 დეკ 202117:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1041
Pfizer/BioNTech: ვაქცინის მესამე დოზე ომიკრონს ანეიტრალებს
Michaela Handrek-Rehle/Bloomberg

Covid-19-ის ახალი შტამის, ომიკრონის შესახებ ადრეული კვლევები დამუშავების პროცესშია და მათი შედეგები ოპტიმისტურია: ისეთი ვაქცინები, როგორიცაა Pfizer-ი, შეიძლება ნაკლებად ეფექტური იყოს ახალი ვარიანტის წინააღმდეგ, თუმცა დაცვა შესაძლოა გაიზარდოს გამაძლიერებლების, ე.წ. ბუსტერ დოზის დახმარებით.

ბუსტერი დოზა ანტისხეულებს 25-ჯერ ზრდის და ისეთივე დონეს უზრუნველყოფს, როგორსაც ვაქცინის ორი დოზა სხვა ვარიანტების წინააღმდეგ.

სამხრეთ აფრიკასა და შვედეთში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ომიკრონი, როგორც შიშობდნენ, იწვევს იმუნური თავდაცვის უნარის დაკარგვას, მაგრამ არა სრულად. Pfizer-ის ვაქცინით ორჯერ ვაქცინირებული პირების პლაზმის კვლევებმა გამოავლინა ვირუსის მაბლოკირებელი ანტისხეულების დონის 41-ჯერ შემცირება პანდემიის დასაწყისში ცირკულირებულ შტამთან შედარებით.

სტოკჰოლმის კაროლინსკას ინსტიტუტის კვლევა უფრო ოპტიმისტური იყო და დაადგინა, რომ ანტისხეულების შემცირება მხოლოდ ოდნავ უარესი იყო, ვიდრე დელტა შტამისთვის.

შედეგები გვთავაზობს ადრეულ, მაგრამ ამ ეტაპზე არასრულყოფილ სურათს იმის შესახებ, თუ რამდენად საშიში შეიძლება იყოს ომიკრონის გავრცელება. კვლევები მცირეა, ამიტომ დასკვნები არაზუსტია.

ანტისხეულების დონე მხოლოდ იმუნური სისტემის პასუხის ნაწილია ვირუსზე. ე.წ. “მკვლელი” T უჯრედები ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სერიოზული დაავადებებისგან დაცვაში და მათი გაზომვა უფრო რთულია ლაბორატორიულად.

მკვლევარებმა იმედის საფუძველი დაინახეს. იმუნური დაცვის დაკარგვა “ძლიერია, მაგრამ არა სრული. კარგი გამაძლიერებელი ვაქცინა, სავარაუდოდ, შეამცირებს ინფექციის ალბათობას”,- განაცხადა ალექს სეგალმა, აფრიკის ჯანმრთელობის კვლევითი ინსტიტუტის კვლევის ხელმძღვანელმა დურბანში, რომელმაც წარადგინა პირველი კვლევის შედეგები.

მთავრობები და ფინანსური ბაზრები ცდილობენ შეაფასონ, ექნება თუ არა ახალ ვარიანტს მნიშვნელოვანი გავლენა პანდემიის დაძლევის გლობალურ ძალისხმევაზე. ომიკრონის სწრაფმა გავრცელებამ გააჩინა შეშფოთება, რომ შტამი საკმარისად დიდი საფრთხე იქნებოდა ახალი ვაქცინების ეფექტურობისთვის და ასობით მკვლევარი მუშაობს ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად.

ანტისხეულების განეიტრალებული დონე იმუნური დაცვის ძირითადი მარკერია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბუნებრივად მცირდება ინფექციის ან ვაქცინაციის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში, სხეულის უნარი, იმოქმედოს უფრო ეფექტური ანტისხეულების წარმოებისთვის, დროთა განმავლობაში უმჯობესდება. უფრო მეტიც, კვლევამ აჩვენა, რომ მესამე დოზას მეორიდან დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ შეუძლია ამ მაღალი ხარისხის ანტისხეულების დონის შენარჩუნება, რაც გამაძლიერებლებს მნიშვნელოვან იარაღად აქცევს ომიკრონის წინააღმდეგ ბრძოლაში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეისონ გეილი