LIVE

Covid-19-ის გამო კატალონიის რეგიონალური არჩევნები გადაიდო

15 იან 202120:27
3 წუთის საკითხავი
clock clock 344
Covid-19-ის გამო კატალონიის რეგიონალური არჩევნები გადაიდო
David Zorrakino/Europa Press/Getty Images

კატალონიაში 14 თებერვალს დაგეგმილი რეგიონალური არჩევნები 30 მაისამდე გადაიდო. მიზეზი Covid-19-ის ახალი შემთხვევების ზრდა და შეზღუდვების გამკაცრებაა.

არჩევნებზე ძირითადი კონკურენტები კვლავ პრო და ანტი-დამოუკიდებლობის პარტიები იქნებიან. GAD3-ის გამოკითხვის თანახმად, არჩევნებში დამოუკიდებლობის პარტია Esquerra Republicana გაიმარჯვებს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გაიზარდა კატალონიის სოციალისტურ პარტიის რეიტინგიც. მიზეზი ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის, სალვადორ ილას კანდიდატად დასახელებაა.

ხუთშაბათს კატალონიაში Covid-19-ის 2288 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონალური ჯანდაცვის ორგანოების ცნობით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რეანიმაციაში მყოფი ადამიანების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლორა მილან ლომბრანა