LIVE

საქართველო, აზერბაიჯანი და ირანი ახალ სატრანზიტო მარშრუტს აამოქმედებენ

08 დეკ 202116:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1044
საქართველო, აზერბაიჯანი და ირანი ახალ სატრანზიტო მარშრუტს აამოქმედებენ

საქართველო, აზერბაიჯანი და ირანი ახალ სატრანზიტო მარშრუტს აამოქმედებენ, რომელიც სპარსეთის ყურეს შავ ზღვასთან დააკავშირებს.

აზერბაიჯანული გამოცემა haqqin.az-ის მიხედვით, მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში ირანიდან წამოსული საპილოტე ტვირთები, ასტარას სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით შემოვა აზერბაიჯანში, შემდეგ საქართველოს შავი ზღვის პორტების გავლით წავა ბულგარეთის და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების მიმართულებით. აღნიშნულ მარშრუტზე შემაფერხებელი ფაქტორების გამოსავლენად პროექტის საპილოტე ფაზა 2022 წლის 20 მარტამდე განხორციელდება.

„საქართველო და ირანი შეთანხმების მთავარი მხარეები არიან, რადგან ირანი თავისუფალ წყლებს უკავშირდება სპარსეთის ყურის გავლით, ხოლო საქართველოს აქვს ორი მნიშვნელოვანი სავაჭრო პორტი შავი ზღვის აღმოსავლეთით. მეორეს მხრივ, საქართველომ და აზერბაიჯანმა დიდი ძალისხმევა გაწიეს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად და განვითარებისთვის, ამიტომ ჩვენ შევეცადეთ გაგვეფართოებინა თანამშრომლობა ორივე ქვეყანასთან“,- განაცხადა ირანის საერთაშორისო ტრანზიტისა და ტრანსპორტის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ჯავად ჰედაიათმა ISNA-სთან ინტერვიუში.