
ილონ მასკი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კანონპროექტი, რომელიც ელექტრო მანქანების დამტენი სადგურების ფედერალურ დაფინანსებას მოიცავს, არ უნდა დამტკიცდეს.
"მთავრობა უნდა იყოს მსაჯი, მაგრამ არა მოთამაშე მოედანზე. ის გზიდან უნდა გადავიდეს და არ შეაფერხოს პროგრესი",- განაცხადა მასკმა Wall Street Journal-ის კონფერენციაზე.
ინტერვიუ ასევე შეეხო მასკის ხედვას მისი კიდევ ერთი კომპანიის, Neuralink-ის შესახებ, რომელიც ტვინის ინტერფეისებს ავითარებს ადამიანების კომპიუტერთან დასაკავშირებლად. მასკმა მოსახლეობის რაოდენობის დაბალ ზრდას ცივილიზაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდ რისკი უწოდა.
ინტერვიუში მასკმა ასევე აღნიშნა, რომ Tesla-ს მომავალი Cybertruck-ი, რომელიც მოცულობით წარმოებას 2023 წლიდან დაიწყებს, შეიძლება კომპანიის საუკეთესო პროდუქტი იყოს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დანა ჰალი