LIVE

1995-1999 წლებში გამოშვებული ლარის ბანკნოტების გამოყენების ვადა იწურება - სებ

07 დეკ 202111:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 960
1995-1999 წლებში გამოშვებული ლარის ბანკნოტების გამოყენების ვადა იწურება - სებ

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 1995-1999 წლებში გამოშვებული ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტის საგადამხდელო საშუალებად გამოყენების ვადა 2021 წლის ბოლოს იწურება.

"2022 წლის პირველი იანვრიდან, 1995-1999 წლების გამოშვების ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტის გადაცვლა  მხოლოდ  საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში (თბილისი, კახეთის გზატკეცილი #72) იქნება შესაძლებელი.

შესაბამისად, 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი ვალდებულია, 1995-99 წლების ემისიის ყველა ნომინალის ბანკნოტებით (თუ ისინი  აკმაყოფილებენ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2011 წლის 27 ივნისის N4 დადგენილებით დამტკიცებულ „ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმებითა და მათი მიღება-გამოცვლის წესით“ განსაზღვრულ მოთხოვნებს) ანგარიშსწორება შეუფერხებლად განახორციელოს",- აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.