LIVE

ჩინეთსა და აშშ-ს შორის კოსმოსური მეტოქეობა დაიძაბა

11 დეკ 202110:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 847
ჩინეთსა და აშშ-ს შორის კოსმოსური მეტოქეობა დაიძაბა
Getty Images

აშშ-სა და ჩინეთს შორის კოსმოსური მეტოქეობა მოულოდნელად დაიძაბა. ერთ-ერთმა ჩინელმა მეცნიერმა განაცხადა, რომ ჩინეთმა შესაძლოა 2030 წლისთვის ასტრონავტების მთვარეზე გაგზავნა პირველად შეძლოს.

განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-მა მთვარის გამოკვლევისთვის მსგავსი განრიგი გამოაქვეყნა. ჩინელი მეცნიერის კომენტარი მსოფლიოს საუკეთესოდ დაფინანსებულ კოსმოსურ ძალებს შორის მისიების დუელის შესაძლებლობას ქმნის.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი არ მალავს სურვილს მთვარეზე ეკიპაჟიანი მისიების დაწყების შესახებ, ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიის წევრის, იე პეიჯიანის ოპტიმისტური პერსპექტივა დაჩქარებული განრიგის შესაძლებლობას აჩენს.

ასევე საგულისხმოა, რომ იეს კომენტარები NASA-ს ხელმძღვანელის, ბილ ნელსონის განცხადებას მოჰყვება SpaceX-თან მუშაობის გეგმების შესახებ. თანამშრომლობა მთვარეზე ეკიპაჟით დაბრუნებას გულისხმობს, რაც შესაძლოა, ათწლეულის მეორე ნახევარში გახდეს შესაძლებელი.

SpaceX-ი მისი Starship-ის რაკეტის პირველ სატესტო ფრენას მომავალი წლის დასაწყისში განახორციელებს. ასტრონავტების მთვარეზე გადაყვანას NASA ამავე რაკეტით გეგმავს.

ჩინეთის ბოლო მისია მთვარეზე Chang'e 5 იყო, რომელიც გასულ წელს მთვარის ნიმუშებით დაბრუნდა დედამიწაზე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბრუს ეინჰორნი