LIVE

პუტინი დარწმუნებულია, რომ Sputnik V ჯანმოს ავტორიზაციას მიიღებს

06 დეკ 202120:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1004
პუტინი დარწმუნებულია, რომ Sputnik V ჯანმოს ავტორიზაციას მიიღებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია" (WHO) Covid-19-ის საწინააღმდეგო Sputnik V-ის ვაქცინას სწრაფად დაამტკიცებს.  

"წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის" პრეზიდენტთან, ფრანჩესკო როკასთან საუბრისას, პუტინმა თქვა, რომ WHO-ს მიერ პრეპარატის დამტკიცება მსოფლიოში ვაქცინების მარაგის გაფართოებას, მათ შორის ქვეყნებისთვის უფასო მიწოდებას ხელს შეუწყობს. 

”ვაპირებთ ასეთ დახმარება უფრო მასშტაბური გავხადოთ”,- თქვა პუტინმა.

რუსეთის ლიდერის თქმით, Sputnik V-ით მსოფლიოში დაახლოებით 200 მილიონი ადამიანი აიცრა. მისივე თქმით, ავტორიზაციის მიღების შემდეგ ამ ვაქცინით აცრილებს თავისუფლად გადაადგილება უნდა შეეძლოთ. 

ვაქცინის მწარმოებელი, გამალეას კვლევითი ინსტიტუტი აცხადებს, რომ პრეპარატი ახალი ომიკრონის ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტური უნდა იყოს, მაგრამ აპირებს, ვაქცინის ადაპტაციაზე მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყოს.