LIVE

PlayStation-ი სააბონენტო სერვისის შეთავაზებას გეგმავს

06 დეკ 202115:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 821
PlayStation-ი სააბონენტო სერვისის შეთავაზებას გეგმავს
Kiyoshi Ota/Bloomberg

Sony-ის PlayStation-ის განყოფილება მომხმარებლისთვის ახალი სააბონენტო სერვისის შეთავაზებას გეგმავს. შეთავაზება Microsoft-ის პოპულარულ Xbox Game Pass-ს გაუწევს კონკურენციას.

სერვისი, კოდური სახელწოდებით Spartacus, საშუალებას მისცემს PlayStation-ის მომხმარებლებს ყოველთვიური გადახდის საშუალებით თანამედროვე და კლასიკური თამაშების კატალოგზე მოიპოვონ წვდომა. შეთავაზება, სავარაუდოდ, PlayStation 4-ზე და მის რთულად ხელმისაწვდომ მემკვიდრეზე, PlayStation 5-ზე იქნება ხელმისაწვდომი.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში PlayStation-ის გაყიდვები Xbox-ს აჭარბებს, სააბონენტო ფრონტზე Sony Microsoft-ს ჩამორჩება. 

Microsoft-ის Game Pass-ს, რომელსაც ხშირად უწოდებენ ვიდეო თამაშების Netflix-ს, 18 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. ის მომხმარებლებს თვეში $10-დან $15-მდე გადახდის სანაცვლოდ რამდენიმე ასეულ თამაშზე შეუზღუდავ წვდომას სთავაზობს. კომპანია ბოლო წლების განმავლობაში საერთო სტრატეგიას ამ სერვისის ირგვლივ აგებს. მისი ყველა შიდა თამაში Game Pass-ზე მათი გამოშვებისთანავე ქვეყნდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეისონ შრეიერი