LIVE

WHO: ომიკრონით ინფიცირების შემთხვევების ზრდისთვის ყველა ქვეყანა მზად უნდა იყოს

03 დეკ 202117:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 628
WHO: ომიკრონით ინფიცირების შემთხვევების ზრდისთვის ყველა ქვეყანა მზად უნდა იყოს

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" (WHO) წყნარი ოკეანის ქვეყნების დირექტორი, ტაკეში კასაი ამბობს, რომ Covid-19-ის ახალი შტამი, სავარაუდოდ, გეოგრაფიულად უფრო ფართოდაა გავრცელებული, ვიდრე ცნობილია.  

დოქტორი კასაი ამბობს, რომ მსოფლიომ უნდა გაითვალისწინოს ის გამოცდილება, რაც მან დელტა ვარიანტის გავრცელებით მიიღო. 

დოქტორი ბაბატუნდე ოლოვოკურე, WHO-ს რეგიონული საგანგებო სიტუაციების დირექტორი, ამბობს, რომ მოგზაურობის აკრძალვამ ვარიანტის ქვეყნებში შესვლას მხოლოდ დროებით შეაფერხებს. 

მეცნიერის თქმით, WHO ახალ შტამს არაერთ მსხვილ კვლევით ორგანიზაციასთან ერთად იკვლევს, მაგრამ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, პანდემიისადმი მიდგომის შეცვლის აუცილებლობა არ იკვეთება.

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია" კვლავ აცხადებს, რომ აუცილებელია პირბადეების ტარება, ფიზიკური დისტანციის დაცვა, ხელის ჰიგიენა, ხალხმრავლობის თავიდან აცილება, ინფიცირების კონტაქტის მოძიება, ინფიცირებულთა იზოლაცია და  ვაქცინაცია.